გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამჭვირვალობა გვინდა, რადიკალები ამბობენ, რომ უნდათ გაუმჭვირვალობა
“ვფიქრობ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში შავი ფულის გამჭვირვალობას ემხრობა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, მათსა და რადიკალებს შორის მარტივი განსხვავებაა.
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამჭვირვალობა გვინდა, რადიკალები ამბობენ, რომ უნდათ გაუმჭვირვალობა. ჩვენ გვინდა – არ იყოს ქვეყანაში შავი და უცხოური ფული გაუმჭვირვალე, რადიკალები ამბობენ, რომ უცხოურმა და შავმა ფულმა ქვეყანაში უნდა იმოძრაოს. ასე მარტივი განსხვავებაა ჩვენსა და რადიკალებს შორის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ხელახლა დაინიცირდა.