როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს გამწოვი
გამწოვი ნებისმიერი სამზარეულოსთვის აუცილებელი მოწყობილობაა. სწორად შერჩეული გამწოვი არ ტოვებს სამზარეულოში ორთქლსა და სუნს, ასევე, იწოვს ნამწვსაც.
იმისთვის, რომ გამწოვმა ეფექტურად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, საჭიროა შეარჩიო მძლავრი მოწყობილობა, ასევე, გასათვალისწინებელია სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების გათვალისწინებაც.
როგორ უნდა შეარჩიო გამწოვის მოდელი სწორად? განაგრძე სტატიის კითხვა და ეს პროცესი გაგიმარტივდება.
- კონსტრუქცია და დიზაინი
- არსებობს სამზარეულოს გამწოვის რამდენიმე ტიპი:
- ჩასაშენებელი
- კედელზე დასამონტაჟებელი (გუმბათოვანი)
- ჭერში დასამონტაჟებელი (კუნძულოვანი)
იმის მიხედვით, თუ როგორია შენი სამზარეულოს ავეჯი და ინტერიერი, შეგიძლია გადაწყვიტო, რომელი ტიპის გამწოვი გჭირდება. ამის შემდეგ, აუცილებელია განსაზღვრო რა ზომის მოწყობილობის დამონტაჟება შეგიძლია გაზქურის თავზე.
ყველაზე პოპულარულია ჩასაშენებელი კონსტრუქცია, თუმცა ადამიანების ნაწილი კედელზე დასამონტაჟებელ კონსტრუქციასაც ანიჭებენ უპირატესობას. რაც შეეხება ჭერში დასამონტაჟებელი, ე.წ. კუნძულოვან გამწოვებს, ისინი, უმეტესად დიდ სამზარეულოებში გამოიყენება
- გამწოვის ზომა
გამწოვის ზომის სწორად შერჩევისთვის უნდა იცოდე რა სიგანის არის შენი გაზქურა ან ქურის ზედაპირი. ეს მნიშვნელოვანია, რომ მოწყობილობამ ეფექტურად გაიწოვოს გაზქურიდან წამოსული ორთქლი და სუნი. მეტი ეფექტურობისთვის, აჯობებს, რომ გამწოვის სიგანე აღემატებოდეს გაზქურის სიგანეს.
არსებობს სტანდარტული ზომები, რომლიდანაც უნდა აირჩიო შენთვის სასურველი: 50 სმ, 60, სმ, 90 სმ ან 120 სმ.
გაითვალისწინე, გამწოვის დამონტაჟება უნდა მოხდეს ქურის ზედაპირიდან 70-85 სმ-ის დაშორებით.
- გამწოვის სიმძლავრე
რაც უფრო მძლავრი იქნება შენი სამზარეულოს გამწოვი, მით მეტი წარმადობა, ანუ შეწოვის ძალა ექნება. გაწოვის სიმძლავრე რომ ზუსტად განსაზღვრო, აუცილებელია, შენი სამზარეულოს ფართობი 10-ზე გაამრავლო.
- გამწოვის ფილტრები
გამწოვს 2 სახის ფილტრი აქვს:
ნახშირის ფილტრი: ნახშირის ფილტრი ერთჯერადია და ხშირად სჭირდება შეცვლა. აქტივირებული ნახშირი ეფექტურად ისრუტავს მავნე ნივთიერებებს და აქრობს სუნს
მეტალის ფილტრი: მრავალჯერადი მეტალის ფილტრი მზადდება ალუმინისგან ან უჟანგავი მეტალისგან და ირეცხება, მათ შორის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
არსებობს ერთჯერადი, ქაღალდის ან სხვა სინთეტიკური მასალებისგან დამზადებული ფილტრები, ასევე, აკრილის მრავალჯერადი ფილტრებიც, რომელიც დელიკატურ წმენდას საჭიროებს.
თუ რომელ ფილტრს გადაწყვეტ, ამ ინფორმაციის საფუძველზე, არჩევანი შენზეა.
- გამწოვის ხმაურის დონე
უხმაურო გამწოვი არ არსებობს, თუმცა, ოპტიმალური ხმაურის დონედ მიიჩნევენ 30-70 dB ხმაურის დონეს. განიხილე, მაქსიმალურად, დაბალი ხმაურის მქონე მოდელები.
- გამწოვის განათება
გამწოვის ნათურები მოსახერხებელია დამატებითი განათებისთვის კერძის მომზადებისას, არსებობს გამწოვები LED, ჰალოგენური ან სტანდარტული ნათურებით.
- მართვის ტიპი
ყველაზე ბიუჯეტურ ფასად, ბაზარზე შეხვდები გამწოვებს მექანიკური მართვით. ასეთი მოდელების ჩართვა-გამორთვა და რეჟიმების არჩევა ღილაკებით ხდება. არსებობს შედარებით ძვირადღირებული მოდელები, სენსორული მართვის პანელებით და ციფრული ეკრანით. ასევე, სმარტ ტექნოლოგიებით აღჭურვილ მოდელებსაც შეხვდები.
რომელი მოდელიც უნდა შეარჩიო, აუცილებელია, გაითვალსიწინო უსაფრთხოების რეკომენდაცია: გამწოვი უნდა დაამონტაჟოს სპეციალისტმა.
რჩევების გათვალისწინებით, შეგიძლია აირჩიო გამწოვი, რომელიც ეფექტურად გაიწოვს სუნს, კვამლს და ცხიმს შენი სამზარეულოდან. ასევე, გააუმჯობესებს მთლიანი ინტერიერის ესთეტიკურ მიმზიდველობასაც.
სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი