გურამ მაჭარაშვილი: როგორც ბავშვს არ შეიძლება, ასანთი ანდო ან უთო დატოვო ჩართული, ასევე არ შეიძლება ზურაბიშვილის გაშვება უცხოეთში
“როგორც ბავშვს არ შეიძლება, ასანთი ანდო ან უთო დატოვო ჩართული, ასევე არ შეიძლება პრეზიდენტის უცხოეთში გაშვება. ეს ადამიანი არის ფეთქებადი ნივთიერება, სად აფეთქდება და ქვეყანას სად დააზიანებს, არავინ იცის”, – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ლიეტუვაში ვიზიტზე საქართველოს მთავრობის უარს.
მისივე თქმით, პრეზიდენტისთვისაა კარგი, რომ მთავრობა უარს ეუბნება უცხოეთში წასვლაზე.
„საერთოდ, მიკვირს, კითხვები რომ გაქვთ ზურაბიშვილთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიძლება მისი გაშვება უცხოეთში. როგორც ბავშვს არ შეიძლება ასანთი ანდო ან უთო დატოვო ჩართული, ასევე არ შეიძლება პრეზიდენტის უცხოეთში გაშვება. ეს ადამიანი არის ფეთქებადი ნივთიერება. სად აფეთქდება და ქვეყანას სად დააზიანებს, არავინ იცის და თქვენ გინდათ, ამაში ჩვენ ხელი შევუწყოთ? მისთვისაა კარგი, რომ მთავრობა უარს ეუბნება უცხოეთში წასვლაზე, რადგან ნაკლებ დარტყმას იღებს საქართველოსგან. გასაგებია, რომ არ აინტერესებს და არ სტკივა საქართველო, მაგრამ, რაც ნაკლებ დარტყმებს მიიღებს საქართველო და შემდეგ, ფორმალური პრეზიდენტი, უკეთესია”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.