ეკა სეფაშვილი: ჩვენი ინტერესის სფერო მხოლოდ ინფორმაციაა ფინანსური წყაროების შესახებ

“მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიას”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, მათი ინტერესის სფერო მხოლოდ ინფორმაციაა ფინანსური წყაროების შესახებ.

„საქმიანობის შეზღუდვა ამ კანონის მიხედვით არ ხდება, ჩვენი ინტერესის სფერო მხოლოდ ინფორმაციაა ფინანსური წყაროების შესახებ და ეს არის თანამედროვე დემოკრატიის მიდგომა, რომელსაც ინფორმირებული არჩევანი ეწოდება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიას და ამის შემდეგ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ხელახლა დაინიცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები