გია ცაგარეიშვილი: არავითარი ზღვარი არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის საქართველოში აღარ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ არავითარი ზღვარი არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის საქართველოში აღარ არსებობს.

აღნიშნული კომენტარი მმართველი გუნდის წევრმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

„საქართველოს ევროპული არჩევანი ის თუ არის, რომ სადღაც ბუჩქებში ვიღაცამ თანხები გადათვალოს, ჯიბეში გადაიკეცოს, აქ მიტინგები, არეულობა დააფინანსოს, არყიოს ეს ქვეყანა და ჩვენ ამ ადამიანებს მივცეთ ამის საშუალება, ეს ასე არ იქნება“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები