“ეს არის კანონი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია ინფორმირებული მოქალაქეების გარეშე არ არსებობს” – თალაკვაძე
თუ ვინმეს უნდა, სხვა სახელი დაარქვას ამ კანონს, შეგვიძლია, სხვა სახელი დავარქვათ. ეს არის კანონი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია ინფორმირებული მოქალაქეების გარეშე არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
“ეს არის დამახინჯებული ინფორმაცია. სრულფასოვანი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის არავითარი მექანიზმი ახლა არ არსებობს. მით უმეტეს, თავადაც ძალიან კარგად იციან – არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით.
თუ ვინმეს უნდა, სხვა სახელი დაარქვას ამ კანონს, შეგვიძლია სხვა სახელი დავარქვათ. ეს არის კანონი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია ინფორმირებული მოქალაქეების გარეშე არ არსებობს. მათ არ აქვთ დემოკრატიული არჩევნების იმედი, ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის“, – აღნიშნა თალაკვაძემ.