“მათი გაუკუღმართებული აზროვნებით სუვერენიტეტი ნიშნავს მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულებას”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოური, შავი ფული ქართულ პოლიტიკაში ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვას.
„ქართულ პოლიტიკაში სიმართლეს დაუპირისპირდნენ არამხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოციალურ ქსელში პოსტების დაბლოკვით.
რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი საზოგადოებას წინასაარჩევნოდ სთავაზობს ისეთ საქართველოს, სადაც უცხოური, შავი ფული იქნება გამოყენებული.
მათი გაუკუღმართებული აზროვნებით სუვერენიტეტი ნიშნავს მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულებას.
ჩვენ ვამბობთ – არა უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში! არა შავ ფულს ქართულ პოლიტიკაში!
უცხოური, შავი ფული ქართულ პოლიტიკაში ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვას”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
კომენტარები
კომენტარი