ანრი ოხანაშვილი – გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე: ჩვენ რა რეაქციაც ვიხილეთ, ეს რეაქცია ადასტურებს, რომ მიმდინარეობს შავი ფულისთვის ბრძოლა
“ჩვენ რა რეაქციაც ვიხილეთ, ეს რეაქცია ადასტურებს, რომ მიმდინარეობს შავი ფულისთვის ბრძოლა. ეს არის შეთანხმებული გეგმა რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებსა და მდიდარ „ენჯეოებს“ შორის, რომლებიც მიზანმიმართულად და შეთანხმებულად მოქმედებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სხვა ახსნა ამას არ აქვს.
„ჩვენ რა რეაქციაც ვიხილეთ, ეს რეაქცია ადასტურებს, რომ მიმდინარეობს შავი ფულისთვის ბრძოლა. ეს არის შეთანხმებული გეგმა რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებსა და მდიდარ „ენჯეოებს“ შორის, რომლებიც მიზანმიმართულად და შეთანხმებულად მოქმედებენ, იბრძვიან შავი ფულისთვის. აქედან გამომდინარე, ეს მათი რეაქცია ამ ყველაფრის კიდევ ერთი დადასტურება და გამოვლინებაა. სხვა ახსნა ამას ვერ ექნება. ეს ჩვენთვის უცხო არ არის, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ეს ხალხი ჯერ არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს აყალბებდნენ, შემდეგ არჩევნების არ აღიარებაზე იყვნენ ორიენტირებული. ამიტომ, ეს არის ერთიანი გეგმა და საბოლოოდ, დღეს ეს არის ბრძოლა შავი ფულისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.