“ორგანიზაციები, რომლებიც თავს დებენ გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტზე, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვაზე, ცენზურას გვთავაზობენ სოციალური ქსელის მეშვეობით” – ოხანაშვილი

“ორგანიზაციები, რომლებიც თავს დებენ გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტზე, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვაზე, პრაქტიკულად, ცენზურას გვთავაზობენ სოციალური ქსელის მეშვეობით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ის რეაქცია, რაც ჩვენ ამ დღეებში მდიდარი „ენჯეოების“, მათი წარმომადგენლების, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა რადიკალური ჯგუფების ერთობლივი ძალისხმევით ვიხილეთ, ამყარებს რწმენას, რომ ეს ხალხი იბრძვის შავი ფულის წარმომავლობის დასამალად. წარმოუდგენელია ვსაუბრობდეთ გამჭვირვალობაზე და ორგანიზაციები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ, რომ ისინი არიან გამჭვირვალენი, უარს აცხადებდნენ ფინანსური დეკლარაციების წარდგენაზე. მათ აზრის დაბლოკვა დაიწყეს სოციალურ ქსელში. ესენი არიან ორგანიზაციები, რომლებიც თავს დებენ გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტზე, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამ ხალხს ელემენტარული მსჯელობის ინტერესი გააჩნია და პრაქტიკულად, ცენზურას გვთავაზობენ სოციალური ქსელის მეშვეობით. ეს ყველაფერი ერთობლიობაში, ჩვენს საზოგადოებას, რა თქმა უნდა, უმყარებს რწმენას, რომ მათ ბევრი რამ აქვთ დასამალი. თუ არ აქვთ დასამალი, მაშინ რატომ არ სურთ მსჯელობა ამ საკითხებზე. ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ დააკვირდნენ, არცერთი შემოთავაზება და მათი პოზიცია არ იყო, რომ ჩვენ მზად ვართ შევიდეთ მსჯელობაში და დავამტკიცოთ ჩვენი პოზიციის მართებულობა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები