“ნაცების” და ნაცენჯეოებისთვის სიმართლის შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ, რამდენად აგონიურად არეპორტებენ ქარდებს – დადებიდან სულ რამდენიმე წუთში” – მდინარაძე

“ნაცების და ნაცენჯეოებისთვის სიმართლის (და ელემენტარული დეკლარაციის შევსების) შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ, რამდენად აგონიურად არეპორტებენ ქარდებს – დადებიდან სულ რამდენიმე წუთში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისათვის!

მაქსიმალური ძალები აქვთ ჩართული ყველა მხრიდან, სრული ისტერია,.. თუ თვითონ, თუ მათ პატრონებს, ოღონდ რეალური არგუმენტები ხალხმა არ ნახოს და გაიგოს.

ამაზე მეტი ლუსტრაცია შეუძლებელია.

ვეღარავის მოატყუებენ, გამორიცხულია!

აბსოლუტურად ყველას ეცოდინება სიმართლე!”, – წერს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები