„ჩვენ ამ კანონპროექტით ფიზიკურ პირებს არ ვეხებით, ამაზე მანიპულაციას ხშირად აქვს ადგილი” – ანრი ოხანაშვილი

მათ [არასამთავრობო ორგანიზაციებს] რაღაც აღელვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ფინანსური დეკლარაციის საზოგადოებისთვის წარდგენაზე უარი თქვან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.

„ჩვენ ამ კანონპროექტით ფიზიკურ პირებს არ ვეხებით, ამაზე მანიპულაციას ხშირად აქვს ადგილი, მაშინ როდესაც ეს ეხება ორგანიზაციებს და მაშინ როდესაც ეს კანონპროექტი არის ევროკავშირში წარმართული დისკუსიის ანალოგი (ევროკავშირში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს მსგავსი კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით). მათ რაღაც აღელვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ფინანსური დეკლარაციის საზოგადოებისთვის წარდგენაზე უარი თქვან. ეს ხალხი ამბობს, რომ ისინი მათ ვებგვერდზე ინფორმაციას ათავსებენ, მაგრამ არ სურთ, რომ დეკლარაციის სახით წარედგინონ საზოგადოებას ანგარიში. მათ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია არის ძალიან ზოგადი და მშრალი ინფორმაცია. ესეც მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ხვალ რომ მათ თქვან, რომ აღარ სურთ ამ ზოგადი ინფორმაციის გავრცელებაც კი, არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მათ დაავალდებულებს, რომ საზოგადოებას ანგარიში წარიდგინონ ფინანსური აქტივების შესახებ. რაც შეეხება იმას, როცა გადაწყვეტენ თავად რა სახის გრანტის დეკლარირება უნდა მოახდინონ შემოსავლების სამსახურში, ესეც არის ფინანსური საიდუმლოება და ამაზე მოქალაქეებს წვდომა ვერ ექნებათ. ცალკე საკითხია კიდევ რა ტიპის ინფორმაციას უგზავნიან შემოსავლების სამსახურს, რადგან აქაც დიდი სივრცეა მათი მხრიდან, რომ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდონ, გარკვეული კი – არა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები