ირაკლი ქადაგიშვილი: გამჭვირვალობა ჩვენს ქვეყანაში ეხება ყველას და ეს არის ევროპული პრინციპი

გამჭვირვალობა ჩვენს ქვეყანაში ეხება ყველას და ეს არის ევროპული პრინციპი. ამას ვამბობთ ჩვენ ხმამაღლა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„თუ ევროპარლამენტი ან რომელიღაც ჩვენი დასავლელი პარტნიორის ინსტიტუციის წარმომადგენელს გაუჩნდება სურვილი და ეს არის ძალიან კარგი, რომ ამ კანონთან დაკავშირებით მათ არა კლიშეების პოპულარიზაციით ისაუბრონ, არამედ შეამოწმონ კანონის რაობა არის თუ არა ევროპულ პრინციპებთან თანხვედრაში, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რადგან კარგია, როდესაც თავად დაინახავენ. ჩასწვდნენ ხოლმე საკითხს და ავტომატურად ტრენდულ იარლიყებს არ აჰყვნენ-ხოლმე. ასე, რომ ჩვენ ასეთი მსჯელობისთვის ღია ვართ.

გამჭვირვალობა ჩვენს ქვეყანაში ეხება ყველას და ეს არის ევროპული პრინციპი. ამას ვამბობთ ჩვენ ხმამაღლა. გაანებონ თავი სპეკულაციას, რომ საქართველოს ჩამოერთმევა რაღაც… არაფერი ჩამოერთმევა საქართველოს, რადგან საბოლოო ჯამში, ყველა გაათვითცნობიერებს, რომ გამჭვირვალობა არ შეიძლება იყოს ანტიევროპული მოვლენა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები