მამუკა მდინარაძე: კანონს არ დავუბრუნდებოდით, ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ჩვენი პირობა იყო კანონის არდაბრუნება, მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, რაშიც გადაგვაგდეს

პირობებზე საუბარს და რაღაც ქუჩური სტილის, გოიმურ გარჩევებს, რომ პირობა სად არის, თავი დაანებონ – კანონს არ დავუბრუნდებოდით, ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ჩვენი პირობა იყო კანონის არდაბრუნება, მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, რაშიც გადაგვაგდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად პირობისა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა გაუარესდა.

„პირადად მე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს გვამუნათებენ – დიახ, ჩვენი პირობა იყო, რომ კანონი არ დაგვებრუნებინა, მათი პირობა, ნათქვამი იყო ფინანსების გამჭვირვალობა. სად არის ფინანსების გამჭვირვალობა? კიდევ უფრო რომ გაუარესდა, ეს არის გამჭვირვალობა? მათი პირობა სად არის? დაიდოს ეს პირობა, რომ ფინანსები გამჭვირვალე იყოს. ფინანსები უფრო გაუმჭვირვალე გახდა. ათასობით მაგალითი შეგვიძლია მოვიტანოთ. მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, ეს პირობა არ სრულდება, უარესდება. პირობებზე საუბარს და რაღაც ქუჩური სტილის, გოიმურ გარჩევებს, რომ პირობა სად არის, თავი დაანებონ. სად არის და აქ არის – დიახ, ჩვენ არ დავუბრუნდებოდით კანონს, ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ჩვენი პირობა იყო კანონის არდაბრუნება, მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, რაშიც გადაგვაგდეს და ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება მოატყუეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები