მამუკა მდინარაძე: გერმანიაში რომ დაარეგისტრირონ რუსებმა კომპანია და იქიდან აფინანსონ ოკუპაციის მხარდაჭერა, რას ვშვრებით? კანონის მიზნობრიობა არის ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული ფულის გამჭვირვალობა

წარმოუდგენელია ჩემთვის და ნებისმიერი ობიექტურად მოფიქრალი ადამიანისთვის, რომ ევროინტეგრაციასთან მიმართებით იმისთვის დადგეს საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყანა, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„წარმოიდგინეთ, რა პარადოქსს ამტკიცებთ: თავად ევროკავშირმა რაც დააინიცირა, ამისთვის საფრთხის ქვეშ აყენებთ საქართველოსო. ევროკავშირის კანონში სადმე წერია, რომ ის ებრძვის რუსეთს? ბრძოლა არაფერ შუაშია, აქ საუბარია გამჭვირვალობაზე. თქვენ ამბობთ, რომ დასავლეთიდან შემოვიდეს „შავი ფული“, და სხვა ქვეყნებიდან არა? გერმანიაში რომ დაარეგისტრირონ რუსებმა კომპანია და იქიდან აფინანსონ ოკუპაციის მხარდაჭერა, რას ვშვრებით? კანონის მიზნობრიობა არის ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული ფულის გამჭვირვალობა – დასავლეთიდანაც, აღმოსავლეთიდანაც, ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც. თქვენ ამბობთ, რომ დასავლეთიდან შემოვიდეს „შავი ფული“, ხოლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან – არა, რანაირი ამბავია ეს?“ – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები