მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი იურიდიულ სკანდალში გაეხვა

პრეზიდენტი სასწაულ სკანდალში გაეხვა, იურიდიული სკანდალი დავარქვათ ამას: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას სალომე ზურაბიშვილმა ნებართვა სთხოვა იმ მუხლით, რაზეც ამბობდა, რომ ამ მუხლით ნებართვა არ უნდა გაიცემოდესო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„სხვა მუხლზე აპელირებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ის მუხლი, ის პუნქტი მიუთითა, რომელსაც არ აღიარებდნენ – ეს არ არისო იმ მოქმედების დამრეგულირებელი, რომლითაც პრეზიდენტმა ქვეყნის გარეთ ვიზიტები უნდა განახორციელოსო. ანუ, ამ ერთი ჩანაწერით აღიარეს, რომ სიცრუე და „ფეიკი“ იყო მათი მთელი დავა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციას ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 27 მარტს მიმართა. როგორც მთავრობის განკარგულებით ხდება ცნობილი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები