რობერტ კობლიაშვილმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ბაქოში მიმდინარე ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილმა(97 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში გერმანიის სახელით მოასპარეზე ლუკას ალეხანდროს ლაზოგიანისი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები