შსს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის, ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის – 1989 წელს დაბადებულ ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.

„გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები