როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, წარმოდგენები მესამე ძალის, როგორც საჭირო მექანიზმის ირგვლივ, დღეს ყველაზე ბუნდოვანი გახდა და არასამთავრობო სექტორის რეანიმირების შესაძლებლობა ამ ფონზე უკვე ძნელად წარმოსადგენია.
„საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციათა განვითარება მოხდა სპონტანურად, არასტრუქტურირებულად და ირაციონალურად. ამ ყველაფერმა გამოიწვია არასამთავრობო სექტორში ფინანსური მონოპოლიზაცია, რაც, ცხადია, აისახა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: არასამთავრობოების, როგორც ცალკე მდგომი სექტორის „მახინჯი” როლი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სტაბილურობაში, დამოუკიდებლობასა და ქვეყნის ეფექტურ ფუნქციონირებაში.
ქართულ სახელმწიფოში მოქმედი მესამე ძალა, არასამთავრობო სექტორის სახით, არის ყველაზე პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი სუბიექტი, რომელიც ატარებს დაკვეთილ პოლიტიკურ შინაარსს, იღებს რა დიდი ოდენობით ფულს, გვერდს უვლის ხარჯვით ნაწილში გრანტში გაწერილ მიზნობრიობას და ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ამ ყოველივეს დასტური და შედეგია ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია მკვეთრად გაუარესდა და მან მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ამ ცვლილებით რწმენა წარმოდგენები მესამე ძალის, როგორც საჭირო მექანიზმის შესახებ, დღეს ყველაზე ბუნდოვანი გახდა და არასამთავრობო სექტორის რეანიმირების შესაძლებლობა ამ ფონზე უკვე ძნელად წარმოსადგენია”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.