ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ იანვარ-მარტში 108 708 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 230%-ით მეტია

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ იანვარ-მარტში 108 708 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 230%-იანი ზრდაა.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მარტში ავიაკომპანიამ 32 934 მგზავრი გადაიყვანა.

“გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც – 2024 წლის 1-ელ კვარტალში „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს 10 მიმართულებით ასრულებდა: ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მილანი, ბერლინი, მიუნხენი, ლარნაკა, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი.

2023 წლის იანვარ-მარტში ფრენები 4 მიმართულებით სრულდებოდა:თელ-ავივი, ამსტერდამი, ვენა, პარიზი. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით გაზრდილია დატვირთვა პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებითაც – 8.9%-თ.

2019 წლის 1-ელ კვარტალში „ჯორჯიან ეარვეისმა“ 99 836 მგზავრი გადაიყვანა. აღნიშნულ პერიოდში ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს 13 მიმართულებით ასრულებდა. ზრდა ფიქსირდება მარტის თვეშიც – 2024 წლის მარტში ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობაა 39 227.

2023 წლის მარტში „ჯორჯიან ეარვეისმა“ 11 632 მგზავრი გადაიყვანა, ხოლო 2019 წლის მარტში – 37 724 მგზავრი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები