მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ სარჯველაძემ როგორც პრევენციის, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქციებსა და მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.