იაპონიაში, ფუკუშიმაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში, ფუკუშიმას პრეფექტურის სანაპიროსთან 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ქვეყნის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტო იტყობინება.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 40 კილომეტრის სიღრმეში იყო.

ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

ბიძგები 19 პრეფექტურაში იგრძნობოდა, მათ შორის მცირე ბიძგები – ტოკიოში.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

3 აპრილს ტაივანზე 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები