ტაივანში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ

ძლიერი მიწისძვრის გამო, ტაივანში მაშველები დანგრეულ შენობებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.

ტაივანის სახანძრო უწყების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 050 ადამიანი, 101 კი – კვლავ ნანგრევებში რჩება.

ამასთან, დაახლოებით 46 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ევაკუირებულია 961 ადამიანი, 628 კი  თავშესაფრებში იმყოფება.

სახანძრო სააგენტოს ცნობით, მაშველები დრონებსა და ვერტმფრენებს იყენებენ იმ ადამიანების მოსაძებნად, რომლებიც, სავარაუდოდ, ნანგრევებში არიან მოყოლილები.

ინფორმაციისთვის, გუშინ ტაივანის სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები