ნინო ლომჯარია: ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ!

„თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ, სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება“!

როგორც გამოცემა „რეპორტიორი“ წერს, ეს ფრაზა ნინო ლომჯარიას ეკუთვნის.

„ღია საზოგადოების ფონდში“ არასამთავრობოები არიან შეკრებილები და იქ მყოფი ლომჯარია ესაუბრება ვიღაცას ტელეფონზე და მაშველ რგოლს ითხოვს.

მეტიც: „აგენტის ცნება კი ამოიღეს, მაგრამ უნდა ვიძახოთ, რომ უარესი შემოიღეს“, – ასეთი ინსტრუქცია გასცა ქეთი ხუციშვილმა.

„ღია საზოგადოების ფონდში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან და შეკრება უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება.

ადგილზე მისულები არიან ნინო ლომჯარია, ნინია კაკაბაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები