ომბუდსმენის ანგარიში: განსაკუთრებით სამწუხარო იყო შოვში მომხდარი ტრაგედია – სახალხო დამცველის პოზიციით, მოცემულ საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიების განხორციელება

“საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით სამწუხარო იყო შოვში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 32 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ წლიურ საპარლამენტო ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, მოცემულ საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიების განხორციელება.

“სახალხო დამცველის პოზიციით, მოცემულ საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიების განხორციელება ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, ზედმიწევნით, კომპეტენტურად, გონივრულ ვადაში და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ჩართულობით.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველს საგამონაკლისო წესით მიეცა შოვის ტრაგედიის საგამოძიებო მასალებზე წვდომის შესაძლებლობა, რაც აპარატს კატასტროფის წინაპირობებისა და ლიკვიდაციის პროცესში უფლებრივი მდგომარეობის საკითხების სიღრმისეულად შესწავლის და საგამოძიებო პროცესზე ეფექტური დაკვირვების საშუალებას მისცემს. შოვისა და გურიის შემთხვევების კონტექსტში ანგარიშში საუბარია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე – იცხოვროს უსაფრთხო გარემოში და მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ წინასწარ მიიღოს გაფრთხილება”,- წერია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები