გურამ მაჭარაშვილი: ქართულ მართლმსაჯულებაში უცხოური ძალების მონაწილეობა და მოსამართლეების არჩევა ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას ნიშნავს
პარტია “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში უცხოური ძალების მონაწილეობა და მოსამართლეების არჩევა ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას ნიშნავს.
მისივე თქმით, ეს თემა დახურულია.
“ეს თემა დავხურეთ. ამერიკამ კონკრეტული მოსამართლეები „ატაში“ წაიყვანა და მათ შოკოლადებს ჩუქნის, რათა შემდეგ ქვეყანაში ჩამოვიდნენ და თქვან, ყველაფერს დაგიჯერებთ, რადგან შოკოლადები გვიყიდეო. ეს სწორედ მათ ღირსებაზე მეტყველებს. მოსამართლეს, ვინც გამართლებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდეგ, მადლობა უნდა ვუთხრათ და თავი დავანებოთ მართლმსაჯულებაზე თავდასხმებს. გაუგონარი რამ ხდება – წესით, უცხოელი უნდა გეხმარებოდეს, მოსამართლე დამოუკიდებელი გახდეს, მაგრამ უცხოელი გეუბნება და ამას ოპოზიცია თანხმდება, რომ აქ მოსამართლე დაგინიშნოს. უცხოელის მიერ დანიშნული მოსამართლე დამოუკიდებელი როგორ იქნება?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “პირველ არხთან” საუბრისას.