ანრი ოხანაშვილი – “გირჩის” ინიციატივაზე: განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი ცნობიერების ამაღლებაში, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალს ისეთივე უფლებები აქვს, როგორც კაცს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ცნობიერების ამაღლებაში, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალს ისეთივე უფლებები აქვს, როგორც კაცს.

აღნიშნული კომენტარით ოხანაშვილი “გირჩის” ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინიციატივას გაეცნობიან და საკუთარ პოზიციას შემდეგ ჩამოაყალიბებენ.

„ვნახავთ, რა შეთავაზება აქვთ. რა ინიციატივით გამოდიან და როგორ წარმოუდგენიათ, კონკრეტული საკითხის გადაჭრა. ჩვენ განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი ცნობიერების ამაღლებაში, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალს ისეთივე უფლებები აქვს, როგორც კაცს. ჩვენი მხრიდან ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებაც სწორედ ამის გამოხატულებაა. რა ინიციატივა აქვს „გირჩს“, ვნახავთ და საკუთარ პოზიციას ჩამოვაყალიბებთ. რაიმე კონსულტაცია არ გვქონია, რომ პოზიცია უკვე გვქონდეს“,- აღნიშნა ოხანაშვილმა “პირველ არხთან” საუბრისას.

ინფორმაციისთვის, პარტია „გირჩი“ საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები