ზურაბ ქადაგიძე: მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისგან თავისუფლების ინდექსში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6, ევროკავშირის 15 და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას
„გლობალურ ომის პარტიასა და მის რეგიონულ ფილიალებს კიდევ ერთხელ გირჩევთ, ჯერ ევროპის მიუკერძოებელ სასამართლოებსა და საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებში ჩაატარეთ “ვეტინგი” და მერე გვესაუბრეთ ჩვენ, თორემ თავზე დაგემხოთ გლობალური პოლიტ-კონიუნქტურა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე.
როგორც ქადაგიძის პოსტშია აღნიშნული, „აფერა”, რომელსაც ქართული არასამთავრობოები, მათი დამფინანსებლები და ზოგიერთი საელჩო ქვეყანას თავს ახვევენ ჩაიფუშა, როგორც სააკაშვილის დემენცია და გვარამიას პოლიტიკური დევნა.