„ის შეთანხმებები, რაზეც ნახევარი საუკუნის მანძილზე იდგა მთელი მსოფლიო,  აღარ არსებობს” – ამირან სალუქვაძე

მე ვრჩები ჩემს ძველ პოზიციაზე, რომ უსაფრთხოების არქიტექტურა მსოფლიოში აღარ არსებობს – მთლიანად ჩამოშლილია. რეგიონების დონეზე ან სამეზობლოში, იგი უფრო აწყობილია სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ის შეთანხმებები, რაზეც ნახევარი საუკუნის მანძილზე იდგა მთელი მსოფლიო,  აღარ არსებობს. არქიტექტურა რაღაც აბსტრაქტული მცნება ხომ არ არის?! ის ეყრდნობოდა 10-ზე მეტ მსხვილ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში – მათ აღარ ჩამოვთვლი. ფაქტობრივად, ყველა გაუქმებულია, გარდა ბირთვული იარაღის გავრცელებისა. სხვა შეთანხმება საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთსა და დასავლეთს შორის აღარ არსებობს. ეს რეალობაა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს რეგიონსა და ქვეყანას რომ დავუბრუნდეთ, მთავრობის აქტიური საქმიანობა, მათ შორის, სპეცსამსახურების და დალაგებული სამეზობლო პოლიტიკა გვქონდეს“, – განმარტა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები