“ზოგიერთი უცხოელი და ქართველი აქტორი პირდაპირ ძირს უთხრის ქართულ მართლმსაჯულებას და შემდეგ ამ განწყობებს იყენებენ იმისთვის, რომ გვიბრუნებენ უკან, თითქოს, რაღაც სისტემური გამოწვევები არსებობს” – პაპუაშვილი
მოიხსნა ყოველგვარი ეჭვი, თითქოს გვარამიას წინააღმდეგ იყო პოლიტიკური დევნა ან პოლიტიკური გადაწყვეტილება. პირიქით, დადასტურდა, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “იმედის კვირას” განუცხადა.
“ეს არის უკვე ფაქტი და ამას ვეღარავინ გაექცევა და ის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას, რა თქმა უნდა, სტრასბურგთან დაკავშირებით ამას ვეღარ იტყვიან.
სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოელი და ქართველი აქტორი პირდაპირ ძირს უთხრის ქართულ მართლმსაჯულებას და შემდეგ ამ განწყობებს იყენებენ იმისთვის, რომ გვიბრუნებენ უკან, თითქოს რაღაც სისტემური გამოწვევები არსებობს სასამართლოს წინაშე და თითქოს ამ სისტემურ გამოწვევებს სჭირდება რაღაც ექსტრაორდინარული პასუხები. ახლა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ეს ე.წ. აღქმები თავად იმ აქტორების შექმნილია, რომლებიც მერე გვეუბნებიან, რომ რაღაც სისტემური ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.