ირაკლი ღარიბაშვილი: სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს, დევნილებს ვუშენებთ კორპუსებს, ჯარის ქალაქი ავაშენეთ, პოლიციის ქალაქს ვაშენებთ – ქვეყანაში საჭიროა ძლიერი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც აღმშენებლობით პროცესში არიან ჩართულები

“კომპანია „ანაგი“ არის ერთ-ერთი მაგარი კომპანია, მე მინდა რომ ქვეყანაში ბევრი ასეთი კომპანია იყოს, რადგან საჭიროა ქვეყანაში ძლიერი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც აღმშენებლობით პროცესში ჩართულები არიან”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას, რა პრინციპით შეირჩა კომპანია „ანაგი“ სკოლების სარემონტო სამუშაოებისთვის.

ღარიბაშვილის თქმით, ყველაფერი არის კანონის შესაბამისად და გამჭვირვალედ.

„არამარტო სკოლები, „ანაგის“ აშენებულია იგივე ჯარის ქალაქი, პოლიციის ქალაქსაც ეს კომპანია აშენებს. მალე ქვეყანაში იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამართული ულტრათანამედროვე ინფექციური საავადმყოფო. მანამდე ტენდერები ვარდებოდა, არავინ შემოდიოდა, ამ კომპანიამ ითავა თავის თავზე, გასწიეს რისკები და მალე ძალიან მაგარი საავადმყოფო იქნება. კარგია, რომ ინტერესდებით მშენებლობით, რადგან რა პროექტებიც ჩამოთვალეთ, ეს არის ძალიან დიდი პროექტები, რომელიც მიხარია, რომ ჩემი პრემიერობის დროს დალაგდა, მოგვარდა და ახლა კეთდება. 1000 სკოლის, 1000 ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, დევნილებს ყველგან ვუშენებთ კორპუსებს. ჯარის ქალაქი ავაშენეთ, პოლიციის ქალაქს ვაშენებთ. ეს ძალიან კარგია. ამიტომ, ნუ ეძებთ ამ მშენებლობაში რაღაცას. ყველაფერი არის კანონის შესაბამისად და გამჭვირვალედ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები