ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალიან მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა – ის ჩართულია იაფფასიან კამპანიაში

“პრეზიდენტი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალიან მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი აღარ ემსახურება ქართველ ხალხს, საქართველოს ინტერესებს. ჩართულია დესტრუქციულ, პროვოკაციულ, იაფფასიან კამპანიაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია არჩევნებზე დამარცხდება.

“ყველაზე ოპტიმისტ ოპოზიციონერსაც კი აღარ ეპარება ეჭვი, რომ ისინი მარცხდებიან. მორიგ დიდ სამარცხვინო მარცხს მიიღებენ 26 ოქტომბერს. მოიფიქრეს, მოდი, დამატებით უბნები დავამატოთ საზღვარგარეთ. მათ არაფერი უშველით, უბნის დამატებას წყვეტს ხელისუფლება.

თუ დიასპორის წარმომადგენელს უნდა არჩევნებში მონაწილეობა, ეს შეუძლიათ. საელჩოებში შესაბამისი უბნებია გახსნილი. ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ან ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მონაწილეობა. ვინმეს ვუშლით, თუ ეკრძალებათ მათ მონაწილეობის მიღება?

პრეზიდენტი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალიან მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი აღარ ემსახურება ქართველ ხალხს, საქართველოს ინტერესებს. ჩართულია დესტრუქციულ, პროვოკაციულ, იაფფასიან კამპანიაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები