მამუკა მდინარაძე: ნებისმიერი ჩარევა სასამართლოში, ხან ვითომ პოზიტიური ფორმით და ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ნეგატიური ფორმით, ნიშნავს მაინც ჩარევას

“ამასთან დაკავშირებით ალბათ მეტი დეტალი საინტერესო იქნებოდა. რას აცხადებენ საელჩოები, რას აცხადებენ თავად მოსამართლეები, რასთან დაკავშირებით არიან, ეს მივლინებაა თუ რაიმე სხვა მიზნობრიობით, ამის შემდეგ უფრო კონკრეტულ დასკვნას გამოვიტანდით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციაა მნიშვნელოვანი.

„ნებისმიერი ჩარევა რაღაც ფორმით, ხან ვითომ პოზიტიური ფორმით და ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ნეგატიური ფორმით, ნიშნავს მაინც ჩარევას. ჩარევა სასამართლოში, მის დამოუკიდებლობაში, თუ რაიმე ჯგუფი გამოიყოფა იმ ნიშნით, რომ მაინცდამაინც “ვეტინგის” მომხრეები არიან და წახალისებები ამასთან დაკავშირებით ხდება, ეს სამწუხაროა და ამასთან დაკავშირებით მეტი დეტალი და მეტი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქრონიკის“ წყაროს ინფორმაციით, საქართველოში აკრედიტებულმა ერთ-ერთმა საელჩომ თავის თანამშრომლებთან ერთად ე.წ. ვეტინგის მომხრე რამდენიმე მოსამართლე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში წაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები