გიორგი კალანდარიშვილი: ვაპირებ, რომ ჩემი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს შევთავაზო

ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი აქვს და ის პარლამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას აპირებს.

„რა თქმა უნდა ვაპირებ, ჩემი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს შევთავაზო. როდესაც ინსტიტუციის წინაშე ასეთი მაღალი გამოწვევებია და აქვს ასეთი პროგრესი თავისი გამჭვირვალე და ღია საქმიანობით და ჩვენ პასუხისმგებლობა გვქონდა აღებული ამ ყველაფრის ეფექტიანად განხორციელებაზე, ცხადია ეს ყველაფერი ბოლომდე მიყვანას საჭიროებს. თუ კონკურსის შედეგად მოგვეცემა საშუალება მეც და ჩემს კოლეგებსაც, ბუნებრივია ჩვენ ამ პასუხისმგებლობას კვლავ ავიღებთ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ტარდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი. მსურველებმა 9 აპრილის ჩათვლით განაცხადი და საკონკურსო დოკუმენტები უნდა წარადგინონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები