ნინო ფოჩხუა: პარლამენტის თავმჯდომარემ დიდი პატივისცემა და თანადგომა გამოხატა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის და მოსამართლეების მისამართით, რომლებიც უპრეცედენტო ზეწოლას განიცდიან დესტრუქციული ენჯეოს და უცხოური ორგანიზაციების მიერ
“უზენაესი სასამართლოს პლენუმს, სადაც მკაცრად იქნა განხილული ვეტინგის საკითხი, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. მან დიდი პატივისცემა და თანადგომა გამოხატა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო ქადაგიძის და მოსამართლეების მისამართით, რომლებიც უპრეცედენტო ზეწოლას განიცდიან, როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების მიმართ ზოგიერთი დესტრუქციული ენჯეოს და უცხოური ორგანიზაციების მიერ”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, დღეს არ არის ის ხელისუფლება, რომელიც გარე ძალების დაკვეთებს შეასრულებს ქვეყნის საზიანოდ.
“უზენაესი სასამართლოს პლენუმს, სადაც მკაცრად იქნა განხილული ვეტინგის საკითხი, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. მან დიდი პატივისცემა და თანადგომა გამოხატა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო ქადაგიძის და მოსამართლეების მისამართით, რომლებიც უპრეცედენტო ზეწოლას განიცდიან, როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების მიმართ ზოგიერთი დესტრუქციული ენჯეოს და უცხოური ორგანიზაციების მიერ და დაპირდა მათ, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რაც აზიანებს ქართულ სასამართლოს და მთლიანად ქვეყანას.
დღეს არ არის ის ხელისუფლება, რომელიც გარე ძალების დაკვეთებს შეასრულებს ქვეყნის საზიანოდ!”- წერს ნინო ფოჩხუა.