საქსტატი: თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები