ბაკურიანში თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა

ბაკურიანში თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა. პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.

ინფორმაციისთვის, ბაკურიანში თოვლის მასა გუშინ ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული. ასევე, თბილისიდან გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები