BAG: დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა

BAG ინდექსის პირველი კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 43.3 ქულა შეადგინა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია გასულ კვარტალთან შედარებით, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაცია ინდექსის კვლევაში წერს.

აღსანიშნავია, რომ, მიმდინარე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, მრეწველობის სექტორის გარდა, სადაც შესაბამისი მაჩვენებელი 18.2 ქულით არის შემცირებული წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით. აღნიშნული შეფასება, განპირობებულია ამავე სექტორში დაფიქსირებული პესიმისტური მოლოდინით გაყიდვების მიმართულებით.

“უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად, კვლევის ანგარიშში ასევე განხილულია, კომპანიებში დასაქმებულთა ანაზღაურების დინამიკაც. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიების 48%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, სადაც სექტორებს შორის, ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა, კერძოდ სექტორში გამოკითხული კომპანიების 61%-მა გაზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება მიმდინარე კვარტალში”, – წერია განცხადებაში.

რაც შეეხება დეტალურ მონაცემებს სექტორების მიხედვით, I კვარტალში ხელფასები მხოლოდ მომსახურების სექტორში მომუშავე კომპანიების 6%-მა შეამცირა. სხვა ყველა სექტორში ხელფასები ან გაიზარდა, ან უცვლელად დარჩა.

1. ვაჭრობის სექტორი – ზრდა კომპანიების 61%, უცვლელი 39%;

2. მომსახურების სექტორი – ზრდა კომპანიების 39%, უცვლელი 56%, შემცირება 6%;

3. მრეწველობის სექტორი – ზრდა 50%, უცვლელი 50%;

4. მშენებლობის სექტორი – გაზრდა 40%, შემცირება 60%.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები