კახა კალაძე: გვახსოვს რა ხდებოდა – განადგურებული სტადიონები, კორპუსების აშენებისთვის გაყიდული მოედნები, ამ ყველაფრის დაბრუნება დავიწყეთ საზოგადოებისთვის, ახალი სტადიონები აშენდა, სახელმწიფო ჩართულია, ფინანსურად ეხმარება ფეხბურთს

გვახსოვს რა ხდებოდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქვეყანაში – განადგურებული სტადიონები, გაყიდული მოედნები იმისთვის, რომ კორპუსები ეშენებინათ თბილისში. ამ ყველაფრის დაბრუნება დავიწყეთ საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონებში ახალი სტადიონები აშენდა, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო ჩართულია და ქართულ ფეხბურთს ფინანსურად ეხმარება.

„მას შემდეგ რაც მე ჩემი საფეხბურთო კარიერა დავასრულე, ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი, რაც იყო პოლიტიკაში შემოსვლა და ბიძინა ივანიშვილის გუნდთან გაერთიანება. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ერთი რადიკალურად განსხვავებული სფეროდან მეორეში გადასვლა, ბევრს წარმოუდგენელი ეგონა, თუმცა მე კარგად მქონდა გათვითცნობიერებული არსებული გამოწვევები და ძალიან კარგად ვიცოდი, რისთვის ვდგამდი ამ ნაბიჯს. მაშინ რა თქმა უნდა უმძიმესი მდგომარეობა იყო და სპორტისთვისა და ფეხბურთისთვის არ იყო ის ყურადღება, რაც საჭირო იყო იმისთვის რომ ფეხბურთი განვითარებულიყო. მე მინდა გავიხსენო ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები, (2015 წელი იყო თუ არ ვცდები) როდესაც ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა. იქიდან დაიწყო ჩვენი, ყველას მუშაობდა ჩართულობა, რომ გვეშენებინა ის ყველაფერი, რა შედეგიც დღეს ჩვენმა ქვეყანამ მიიღო. ბევრს შეიძლება ეგონოს, გუშინ რომ გავიმარჯვეთ, ეს ყველაფერი მარტივად მოვიდა, მაგრამ ვისაც ესმის ფეხბურთი და ჩახედულია, დამეთანხმება რომ ამ ხნის განმავლობაში უამრავი სირთულე, პრობლემები უამრავი თვალცრემლიანი ღამე გამოვიარეთ, მარტივად ეს გამარჯვება არ მოსულა, მიდიოდა ყოველდღიური შენება. მინდა ფეხბურთის ხელმძღვანელობას, ლევან კობიაშვილის თამადობით მადლობა გადავუხადო. გვახსოვს რა ხდებოდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქვეყანაში – განადგურებული სტადიონები, გაყიდული მოედნები იმისთვის, რომ კორპუსები ეშენებინათ თბილისში. ამ ყველაფრის დაბრუნება დავიწყეთ საზოგადოებისთვის, რეგიონებში უამრავი ინფრასტრუქტურა გაკეთდა, ახალი სტადიონები აშენდა, სახელმწიფო ჩართულია, ფინანსურად ეხმარება ქართულ ფეხბურთს, ყურადღება ექცევა ბავშვთა ფეხბურთს, სკოლების განვითარებას და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შედეგს მოგცემს, როდესაც შენ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ იყო წარმატებული, ღმერთი ყველაფერს დაგიფასებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვინი სანიოლის როლი, მიუხედავად იმისა რომ უამრავი არასწორი შეფასებები კეთდებოდა“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები