ლევან კობიაშვილი: იყო წარუმატებლობებიც, იმედგაცრუებაც, თუმცა მთავარი ყოველთვის არის ის, რომ როდესაც შრომობ, სწორ გზაზე დგახარ და გჯერა ამ წარმატების, ის აუცილებლად მოვა

იყო წარუმატებლობებიც, იმედგაცრუებაც, თუმცა მთავარი ყოველთვის არის ის, რომ როდესაც შრომობ, სწორ გზაზე დგახარ და გჯერა ამ წარმატების, ის აუცილებლად მოვა და დაგიფასდება. ჩვენს შემთხვევაშიც ზუსტად ეს დაფასდა – ეს იყო გუშინდელი დღე, რომლითაც ვიამაყებთ თითოეული ჩვენგანი, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ვულოცავ მთელ ქვეყანას, გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შრომა ჩაიდო ამის მისაღწევად, ზუსტად ამიტომ ვახსენე ფედერაცია, გულშემატკივრები, ფეხბურთელები და მათ შორის მედიაც, ვინც წლების განმავლობაში ამაზე ვოცნებობდით და ამისთვის ძალიან ბევრს ვაკეთებდით. რა თქმა უნდა, იყო ძალიან რთული პერიოდი, იყო წარუმატებლობებიც, იმედგაცრუებაც, თუმცა მთავარი ყოველთვის არის ის, რომ როდესაც შრომობ, სწორ გზაზე დგახარ და გჯერა ამ წარმატების, ის აუცილებლად მოვა და დაგიფასდება. ჩვენს შემთხვევაშიც ზუსტად ეს დაფასდა – ეს იყო გუშინდელი დღე, რომლითაც ვიამაყებთ თითოეული ჩვენგანი, ახალგაზრდა თაობაც წლების შემდეგ.

უბედნიერესი ვარ, რომ ამას მოვესწარით. წარმოუდგენელი ემოცია, სიხარული და ბედნიერებაა და დარწმუნებული ვარ, მომდევნო დღეები, თვეები და წლები გაგრძელდება ეს ყველაფერი. ძალიან ბედნიერები ვართ, გვიხარია, თუმცა სამუშაო კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს და მიზანი გვაქვს, რომ ღირსეულად ვითამაშოთ“, – აღნიშნა კობიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები