ლევან კობიაშვილი: უახლოეს მომავალში გვეცოდინება და საჯაროდ განვაცხადებთ, რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრისთვის ბილეთების გაცემა „ევრო 2024“-ის მატჩზე

UEFA-სთან კომუნიკაცია დაწყებული გვაქვს და ახლო მომავალში გვეცოდინება, თუ რა ფორმით მოხდება „ევრო 2024“-ზე ჩვენი გულშემატკივრისთვის ბილეთების გაცემა, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ამ ყველაფერს თავად UEFA აორგანიზებს და ალბათ, ბილეთების გაყიდვაც თავიანთ პლატფორმებზე მოხდება.

„თამაშის შემდეგ უამრავი მესიჯი, ზარი და ინფორმაცია შემოდიოდა. UEFA-სთან კომუნიკაცია დაწყებული გვაქვს და ახლო მომავალში გვეცოდინება და ამას, რა თქმა უნდა, საჯაროდ განვაცხადებთ, თუ რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრისთვის ბილეთების გაცემა, რა პლატფორმებზე იქნება ამის საშუალება.

სავარაუდოდ, თავად UEFA აორგანიზებს და ალბათ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება – თავიანთ პლატფორმებზე გაყიდიან ბილეთებს. დღეს გამიჭირდება რამე კონკრეტული გითხრათ, თუმცა შემიძლია ვთქვა ის, რომ ყველა თამაშზე როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის გულშემატკივრებს, თანაბრად უნაწილდება ბილეთები.

რაღაც ნაწილი საჯარო სივრცეში გადის, სავარაუდოდ, გაიყიდება, რაღაც ნაწილს თავად UEFA იტოვებს თავიანთი პარტნიორებისა და სპონსორებისთვის. ამ ყველაფერზე ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას და  ნებისმიერ გულშემატკივარს ექნება სრული ინფორმაცია“, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები