“ფეხბურთელებს ცრემლები წამოუვიდათ, საბერძნეთის ნაკრების ოცნება ჩაქრა” – რას წერს ბერძნული მედია საქართველოსთან დამარცხების შემდეგ
საბერძნეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დიდი დაბრუნების ოცნება ჩაქრა, – ასე ეხმაურება ბერძნული მედია საქართველო-საბერძნეთის გუშინდელ მატჩს, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვებით დასრულდა.
sport24 წერს, რომ საბერძნეთი ევრო 2024-ის ფინალურ ფაზაში საქართველოსგან პენალტების სერიაში 4-2 დამარცხდა.
“როგორც წესი, მძიმე ატმოსფერო იყო ფეხბურთელებსა და ნაკრების თანამშრომლებს შორის. კერძოდ, ფეხბურთელებს გასახდელში ცრემლები წამოუვიდათ”,- ვკითხულობთ სტატიაში.
“სევდის გამო რთული მომენტებია, განადგურებულნი ვართ. მტკივა, როცა ეროვნული ნაკრები ერთ-ერთ უდიდეს ტურნირზე არ მიდის”, – თქვა პოგეტმა, ინტერვიუში.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.