RUSI: სანქციების მიუხედავად, დასავლეთი რუსულ ბირთვულ საწვავზე დამოკიდებული რჩება

კრემლთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის მცდელობის მიუხედავად, დასავლეთის ბევრი ქვეყანა რუსულ ატომურ საწვავზე რჩება დამოკიდებული.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის კვლევითი ორგანიზაციის (RUSI) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

„რუსეთს შეუძლია, ისარგებლოს სანქციების ან სხვა შეზღუდვების შეუსაბამობებით, ასევე, მუდმივი სახელშეკრულებო დამოკიდებულებით ან მიწოდების პრობლემებით, რათა შეინარჩუნოს წვდომა დასავლეთის ბირთვული საწვავის მიწოდების ჯაჭვებზე და განაგრძოს სარგებლის მიღება გამდიდრებული ურანის ექსპორტით“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნულია, რომ “როსატომი” გლობალურ ბაზარზე გამდიდრებული ურანის უმსხვილესი მიმწოდებელია და 2022 წლის თებერვლიდან გამდიდრებული ურანის მნიშვნელოვანი მოცულობის ექსპორტს აგრძელებს.

ანგარიშის ავტორთა შეფასებით, რუსეთმა 2023 წელს 2,7 მილიარდი დოლარის ღირებულების გამდიდრებული ურანი გაყიდა.

RUSI-ის ანგარიშის ავტორმა, დარია დოლზიკოვა თქვა, რომ “დასავლურ კომპანიებს, სავარაუდოდ უჭირთ ​”როსტომთან” გრძელვადიან კონტრაქტებში ცვლილებების შეტანა. განსაკუთრებით, გამდიდრებული ურანის სფეროში, სადაც ისტორიული დამოკიდებულებებია”.

​რუსული გამდიდრებული ურანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მყიდველი საფრანგეთია, სადაც 56 ბირთვული რეაქტორი გამოიმუშავებს ქვეყნის ელექტროენერგიის, დაახლოებით, ორ მესამედს.

” 2022 წლის დასაწყისიდან საფრანგეთში რუსული გამდიდრებული ურანის იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა, დაახლოებით 184%-ით“, – განაცხადა დოლზიკოვამ.

RUSI ანგარიშში, ასევე, მოცემულია დეტალური მონაცემები რუსული ურანის ექსპორტის შესახებ აშშ-ში, გერმანიასა და ნიდერლანდებში.

ასევე, გაზრდილია რუსული ექსპორტი ჩინეთში, რაც აჩენს ეჭვს, რომ პეკინი შესაძლოა, რუსული გამდიდრებული ურანის იმპორტს ახორციელებს საკუთარი გამდიდრებული ურანის ექსპორტის გასაძლიერებლად.

დოლზიკოვას შეფასებით, დასავლეთს, სულ მცირე, ორი წელი დასჭირდება რუსულ ბირთვულ საწვავზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები