„ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა“ – კახა კალაძის პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ

დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი ისე, როგორც არასდროს. ამაყი ვარ ამ ბიჭებით. ამაყი ვარ იმ გულშემატკივრებით, რომლებიც დღეს სტადიონზე იყვნენ – ვინც ვერ მოახერხა, ვისაც გული დაწყდა. ყველას, ყველას, მიყვარხართ, გილოცავთ, წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვების სიხარული გვენახოს სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა. ამისთვის ვწვალობდით და ვიბრძოდით ათეული წელია. სამწუხაროდ, როგორც ფეხბურთელს არ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემს ნაკრებთან ერთად ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე მეთამაშა, მაგრამ დღეს ვარ უბედნიერესი ისე, როგორც არასდროს. ამაყი ვარ ამ ბიჭებით და იმ გულშემატკივრებით, რომლებიც დღეს სტადიონზე იყვნენ, ვინც ვერ მოახერხა და გული დაწყდა, ყველა მიყვარხართ. გილოცავთ და წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები და სიხარული გვენახოს სრულიად საქართველოს და გამთლიანებული, ძლიერი საქართველო გვენახოს უახლოეს მომავალში. ყველა გერმანიაში. გილოცავთ“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები