სახელმწიფო დეპარტამენტი – “ისრაელს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული უფლებები არ დაურღვევია”

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში ისრაელის მიერ ჰუმანიტარული უფლებების დარღვევის მტკიცებულება არ არსებობს.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა არც სამხედრო ოპერაციების დროს და არც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დროს გამოვავლინეთ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მისი თქმით, მთავრობა კონგრესს ანგარიშს 8 მაისამდე წარუდგენს, დირექტივის შესაბამისად, რომელიც ცნობილია, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მემორანდუმი-20 (NSM-20).

ღაზას სექტორში მზარდი სამხედრო ოპერაციების ფონზე, თებერვალში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოსცა დირექტივა, რომელიც ავალდებულებს ქვეყნებს, რომლებიც მიიღებენ აშშ-ის სამხედრო დახმარებას, წარადგინონ მათ მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისობის “მტკიცე და სანდო” გარანტიები.

სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ, ისრაელის გარდა, კიდევ ექვსმა ქვეყანამ წარადგინა ასეთი მტკიცებულება – კოლუმბიამ, ერაყმა, კენიამ, ნიგერიამ, სომალიმ და უკრაინამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები