იტალიის პრემიერი: პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა

პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მას არ აშინებს კრემლის მუქარის შემცველი რიტორიკა.

„ვფიქრობ, სიტუაცია არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი საქმის კეთება, კერძოდ, იმ შეკავების უზრუნველსაყოფად, რომელიც ევროპამ და დასავლეთმა უკვე შეძლეს. ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ესკალაცია არ იქნება. პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა“, – აღნიშნა იტალიის მთავრობის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები