სასამართლომ ტრამპს სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაწესებული ჯარიმა 175 მილიონ დოლარამდე შეუმცირა

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაწესებული ჯარიმა 454 მილიონიდან 175 მილიონ დოლარამდე შეუმცირა.

სააპელაციო სასამართლომ ტრამპს აღნიშნული თანხის შესაგროვებლად 10-დღიანი ვადა მისცა.

„მე დიდ პატივს ვცემ გადაწყვეტილებას… ჩვენ დავიცავთ გადაწყვეტილებას… და გამოვაქვეყნებთ ობლიგაციებს, ეკვივალენტურ ფასიან ქაღალდებს ან ნაღდ ფულს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში, ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ე.წ. უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო და 454 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები