პუტინი: ვიცით, რომ მოსკოვში დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს – გვაინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში დამნაშავეები რადიკალური ისლამისტები არიან.

ამასთან, პუტინის მტკიცებით, აღნიშნული თავდასხმა უკრაინის მხრიდან დაშინების უფრო ფართო კამპანიას ემთხვევა.

„ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, რომელთა იდეოლოგიას თავად ისლამური სამყარო საუკუნეების განმავლობაში ებრძვის. ვიცით, ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს ის, ვინ გასცა ეს ბრძანება.

ეს სისასტიკე შეიძლება იყოს მხოლოდ ბმული იმ მცდელობების მთელი სერიიდან, ვინც 2014 წლიდან ებრძოდა ჩვენს ქვეყანას ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 139-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები