ირაკლი ზარქუა: ჩვენი ყველა ინიციატივა ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს დაუკავშირდება

ჩვენი ყველა ინიციატივა ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს დაუკავშირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,
ირაკლი ზარქუამ საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ევროპელი პარტნიორების თხოვნით გადადგა ნაბიჯი პოლარიზაციის შესამცირებლად.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორების თხოვნით, გადავდგით ნაბიჯი, რომ პოლარიზაცია შეგვემცირებინა. თუმცა, სამწუხაროდ, ისევ იმ რადიკალიზმის გზას დაადგნენ – ისევ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ისევ ქაოსი და არეულობა. მაშინ ვთქვით, რომ მოდით, გავაუქმოთ, ეს არ არის კონსტიტუციური. რაც არის ევროპაში მიღებული, სწორედ იმ ჩარჩოსა და მაგალითებს დავუბრუნდით.

შემდეგ საარჩევნო ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ, პრინციპში, მას არც ჰქონდა. ეს ვეტო გადავლახეთ და დღეს ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ცვლილების შესახებ კანონპროექტს და მას კანონის ძალა მიენიჭა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი ყველა ინიციატივა ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს დაუკავშირდება“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები