სოზარ სუბარი – სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე: ვერანაირი მიტინგები და მანიფესტაციები, წალენჯიხიდან იქნება თუ საიდანაც უნდა იყოს, გავლენას ვერ მოახდენს სამართლიანობაზე
„სააკაშვილი სასჯელს აბსოლუტურად სამართლიანად იხდის. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე საქმე განიხილება. ვერანაირი მიტინგები და მანიფესტაციები, წალენჯიხიდან იქნება თუ საიდანაც უნდა იყოს, გავლენას ვერ მოახდენს სამართლიანობაზე,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარმა და ამით უპასუხა ოპოზიციის, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქცია-პერფორმანსს, რომელიც სტარტს წალენჯიხიდან აიღებს.