ანრი ოხანაშვილი: სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაცლილი იყო სამართლებრივი არგუმენტაციისგან

სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაცლილი იყო სამართლებრივი არგუმენტაციისგან, არავითარი მოტივირებული შენიშვნები იქ არ იყო, ამიტომ მოგვიწია ამ ვეტოს დაძლევა, – ამის შესახებ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ვიხილეთ მორიგი ვეტო, რომელიც დაცლილი იყო სამართლებრივი არგუმენტაციისგან. არავითარი მოტივირებული შენიშვნები იქ არ იყო, ამიტომ მოგვიწია ამ ვეტოს დაძლევა. ამის შემდეგაც, თანამდებობის პირმა, რომელსაც ევალება ხელის მოწერა, ხელიც კი არ მოაწერა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტად წოდებულ პირს ვგულისხმობ. ამიტომ მოუწია პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირება და ამ ცვლილებებს მან მოაწერა ხელი. ამ ცვლილებებით კიდევ ერთხელ გადაიდგა ნაბიჯი იმისკენ, რომ ცესკომ თავისი საქმიანობა განახორციელოს ინსტიტუციურად დამოუკიდებლად“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტო 19 მარტს დაძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები